„ბარსელონას” პრეზიდენტი ჟოზეპ მარია ბარტომეუ სიამოვნებით შეიძენს ისკოს თუკი ის „რეალიდან” წასვლას გადაწყვეტს — წერს „მარკა”.

„მალაგას” ყოფილ მოთამაშეზე ბოლოხანს ბევრს წერენ — მადრიდელთა ახალი მწვრთნელი სანტიაგო სოლარი მას დიდად არ წყალობს და მეტწილად სათადარიგოთა სკამზე უზის. ასეთ მდგომარეობაში ყოფნა ისკოს ცხადია არ მოწონს და „სანტიაგო ბერნაბეუდან” წასვლაზე ფიქრობს.

„თუ ჩვენი მწვრთნელები ახალი ფეხბურთელის შეძენას გვთხოვენ, ისკო კი მადრიდიდან წასვლას გადაწყვეტს, რასაკვირველია „კამპ ნოუზე” გადმობარგებას შევთავაზებთ, — თქვა ბარტომეუმ, — მართალია, რაც მე „ბარსელონას” პრეზიდენტი ვარ ასეთი ტრანსფერი არ განხორციელებულა, მაგრამ ჩვენს კლუბებს შორის არანაირი ეგრეთწოდებული პაქტი არა-აგრესიულობის შესახებ არ არსებოს და თან ყველას გუნდს გაძლიერება სურს. ამრიგად, ისკოს შესახებ სიამოვნებით დავიწყებდით მოლაპარაკებას”.

კითხვაზე, ითამაშებს თუ არა სათასო „ელ კლასიკოში” ლეო მესი ბარტომეუმ უპასუხა, რომ არ იცის, რადგან მწვრთნელებისთვის არ უკითხავს.

„ჩვენთან მწვრთნელებს გადაწყვეტილების თავისუფლება აქვთ, მე კი მათთვის არ მიკითხავს და არ ვფლობ ინფორმაციას ითამაშებს თუ არა ლეო”.

რაც შეეხება ერნესტო ვალვერდეს „ბლაუგრანას” სათავეში დარჩენას, პრეზიდენტმა თქვა:

„მისი კონტრაქტი შემდეგ წელსაც ძალაშია. ვალვერდეს დარჩენა სურს და ის „ბარსელონაში” თავს ბედნიერად გრძნობს. პირადად ჩემი პოზიცია ასეთია: ამ სეზონში ვერაფერი რომ ვერ მოვიგოთ, მაინც მენდომება ერნესტოს დატოვება”.

ბოლოს კი ბარტომეუმ უარყო ჭორები ნეიმარის „კამპ ნოუზე” შესაძლო დაბრუნების შესახებ:

„რაც ის ჩვენგან წავიდა ერთხელაც კი არ უთქვამს რომ დაბრუნება სურს. არც მას დაურეკავს და არც მის მამას. ამიტომაც ვიყიდეთ ფილიპე კოუტინიუ და ოსმან დემბელე. ისინი ნეიმარზე უმცროსები არიან და ჩვენ ამ მოთამაშეებით კმაყოფილები ვართ”.