იცით რას ასწავლიან კატალონიაში კატალონიელებს კატალონიურის გარდა ?

აი, ბაღდად ბუნეჯამ კი იცის. იმიტომ იცის, რომ ცნობილ კატალონიელთან ერთად თამაშობს ყატარის „ალ სად“-ში. ბუნეჯა 27 წლის ალჟირელი ფორვარდია და ყოფილ ბარსელონელ ჩავისთან და ატლეტიკოელ გაბისთან ერთად ბურთს აგორებს უკვე სამი წელია.

ამ ხნის განმავლობაში თანაგუნდელებს, ალბათ, ბევრჯერ უსაუბრიათ აქეთურ–იქეთურზე და ბუნეჯამ, რომელიც ალჟირის 2018 წლის საუკეთესო ფეხბუთელია, ინტერვიუში თქვა: „მადრიდის „რეალი“ არც ჩავის უყვარს და არც გაბის. ჩავიმ მითხრა, რომ კატალონიელ ბავშვებს „რეალის“ სიძულვილს უნერგავენ და ამით ზრდიან“.

ასე თხასავით გაყიდა ბაღდადმა ჩავი, თუმცა ნუ იფიქრებთ, რომ ბუნეჯა მხოლოდ ჩამშვებია, ის გამტანიცაა, რაკი გასულ წელს ყველა ტურნირში 60 გოლი გაუტანია… მეტი, ვიდრე მესის.

წილი
წინა სტატიაუძინარი სარის მზე
შემდეგი სტატიაოლე მოძებნის დნმ-ს
ვაჟა ხუციშვილი
ვაჟა ფშაველა... უკაცრავად, ფშაველი ვაჟა, გვარად ხუციშვილი. ერთგული, ნიჭიერი და ესპანეთში ნაცხოვრები კაცია, რომელმაც „რეალის” და „ბარსელონას” ქვეყანა შიგნიდან იცის და მკითხველისთვის მრავალი საინტერესო ამბის მოყოლა შეუძლია. ხანდახან ამბობს, კუში კოშმარიაო და ვერ გაიგებ, „მაზიანების” წინააღმდეგია თუ ვიღაც კაცის სახელსა და გვარს ასახელებს.