მართალია, ჯერ მხოლოდ საკონტრაქტო ციფრებით, მაგრამ „ნიუკასლის“ ხელმძღვანელობა იმედივნებს, რომ პარაგვაელი ნახევარმცველი მიგელ ალმირონი მოედანზეც არანაკლებ კვალს დატოვებს.

„ნიუკასლს“ პრემიერლიგის კლუბებს შორის ყველაზე ხანდაზმული რეკორდი ეკუთვნოდა – 2005 წელს „რეალიდან“ „ნიუკასლში“ მაიკლ ოუენის 17- მილიონგირვანქიანი ტრანსფერი ითვლებოდა.

კლუბის პრეზიდენტი მაიკ ეშლი მომჭირნე კაცია, მაგრამ რაფა ბენიტესმა მაინც გატეხა და ალმირონში ამერიკული „ატლანტა იუნაიტედიდან“ 21 მილიონ გირვანქად წამოიყვანა.
21 მილიონი გირვანქა MLS-ისთვის ყველა დროის რეკორდია: ამერიკული ლიგის ფეხბურთელში ამდენი ჯერ არავის გადაუხდია.

 

წილი
წინა სტატიაგახსოვთ პიტერ კრაუჩი?
შემდეგი სტატიაარა – მაიმუნს
გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".