აყლაყუდა ფორვარდი, რომელსაც პრემიერლიგის გუნდების ლამის ნახევარი აქვს მოვლილი, 38 წლის მოყრილა. ამას ხელი არ შეუშლია პიტერისთვის, გუშინ, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე საათით ადრე პრემიერლიგაში დაბრუნებულიყო. „ბარნლიმ“ კრაუჩთან სეზონის ბოლომდე კონტრაქტის გაფორმება სპეციალური ვიდეორგოლით გააჟღერა, რომელშიც პატარა რობოტი მონაწილეობს – პიტერი ხომ ყოველი გოლის გატანას რობოტის ცეკვით აღნიშნავდა.

კრაუჩი იმ მცირერიცხოვან ფეხბურთელთა რიცხვშია, პრემიერლიგაში 100 და მეტი გოლი რომ აქვთ გატანილი. სხვათა შორის, ამ ზღვარს ვერც ფერნანდო ტორესმა და ვერც კრიშტიანუ რონალდუმ ვერ უწიეს.

„ბარნლიმ“ კრაუჩი პრემიერშიფის „სტოკ სიტიდან“ წამოიყვანა, კიდევ 9 მილიონი გირვანქა ფულად ირგუნა და ამ ყველაფრის სანაცვლოდ ფორვარდი სემ ვოუკსი გაუშვა. ვოუკსს „სტოკ სიტიში“ აქამდეც ეძახდნენ, მაგრამ „ბარნლი“ შემცვლელის პოვნამდე ყოყმანობდა. შემცვლელად კრაუჩი იქცა.

წილი
წინა სტატიაზამერი: გერმანულ ფეხბურთს სახე ეკარგება
შემდეგი სტატიაოუენი ალმირონმა დაჩრდილა
გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".