ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასის მეხუთე რაუნდში „ჩელსი” „მანჩესტერ იუნაიტედს” უმასპინძლებს — მანჩესტერელთა დროებითმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სულშერმა გასულ უქმეებზე „არსენალთან” 3:1 გამარჯვებით თავისი გუნდი მერვედფინალში გაიყვანა. „სტემფორდ ბრიჯზე” შეხვედრა 16 თებერვალს გაიმართება.

ამრიგად, თუკი „მანჩესტერ სიტი” „მიდლსბროსა” და „ნიუპორტს” შორის გამარჯვებულს მოუგებს, შეჯიბრებაში პრემიერშიფის ზედა ექვსეულიდან მხოლოდ ორი გუნდი დარჩება.

კიდევ, ყურადღებას იპყრობს ის ფაქტი, რომ 16 შემორჩენილ გუნდს შორის პრემიერლიგიდან მხოლოდ შვიდია.

„ბრაიტონსა” და „ვესტ ბრომვიჩს” შორის გამარჯვებული „დერბის” დაუპირისპირდება, „ვულვერჰემპტონსა” და „შრუსბერის” შორის მოგებული კი ბრისტოლში წავა იქაურ „სიტისთან” სათამაშოდ.

„კრისტალ პალასი” „დონკასტერს” ეწვევა, „ქუინზ პარკსა” და „ვესტ ბრომვიჩს” შორის გამარჯვებული „მილუოლს” უმასპინძლებს.

რვავე შეხვედრა 15-18 თებერვლის მონაკვეთში ჩატარდება.