პსჟ-ს ბრაზილიელი ნეიმარი რამდენიმე დღის წინ კი დაშავდა, მაგრამ ახლაღა გადაწყდა , რომ ის პარიზულ კლუბს მარტის ბოლომდე ვერ დაეხმარება. არადა, 12 თებერვალს და 6 მარტს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში პარიზელებს „მანჩესტერთან“ უწევთ დაპირისპირება. ამას გარდა, ნეიმარი გუნდს ვერც 17 მარტს „მარსელთან“ პრინციპული მატჩისას  დაეხმარება.

ახლა საკითხავი ისღაა, გაუკეთებენ თუ არა 26 წლის ბრაზილიელს ოპერაციას. ამის ალბათობა 90 პროცენტია, თუმცა პსჟ-ის და ბრაზილიის ნაკრების ექიმები საერთო აზრამდე ჯერ ვერ მივიდნენ. ოპერაცია ავტომატურად ნიშნავს, რომ ნეიმარისთვის სეზონი დასრულებულია.

გემახსოვრებათ, ანალოგიური ტრავმის გამო შარშან ბრაზილიელს სამი თვე გაუცდა და მხოლოდ მსოფლიო ჩემპიონატის წინ დაუბრუნდა მოედანს.

წილი
წინა სტატიასამი საუკეთესო გუნდი გვარდიოლას აზრით
შემდეგი სტატიაერთი მაგარი წყვილია
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".