ქართული და მსოფლიო ხელბურთის მაესტრო, ჯემალ ცერცვაძე დღეს 79 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ჯემალ ცერცვაძის ღვაწლი თაბახებს მოიცავს. თბილისის „ბურევესტნიკის“ შემადგენლობაში იგი ორგზის იყო საბჭოთა კავშირის ჩემპიონი, სამგზის მეორე, ერთგზის მესამე პრიზიორი და ათჯერ ქვეყნის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. 13 წლის განმავლობაში უცვლელად გამოდიოდა და მერე როგორ საბჭოთა ნაკრების შემადგენლობაში. სამი მსოფლიო ჩემპიონატიდან ორში ყველაზე ტექნიკურ მოთამაშედ აღიარეს.
1967 წელს, შვედეთში მიმდინარე მსოფლიო პირველობაზე, როცა ჯემალ ცერცვაძის ტექნიკის გაშიფვრის იმედი ყველა სპეციალისტმა დაკარგა, მას „ხელბურთის პელე“ უწოდეს…
„სარბიელი“ სამძიმარს უცხადებს ბატონ ჯემალის ოჯახს და ახლობლებს.