სხვაგვარად არ შეუძლია – კვირაში ერთხელ რაიმე გამორჩეულით უნდა დაგვამახსოვროს თავი. წინააღმდეგ შემთხვევაში რისი კრიშტიანუ რონალდუ იქნება?!

სერია A-ს მორიგ ტურში „იუვენტუსმა“ სტუმრად „ლაციო“ 2:1 დაამარცხა. მანამდე არაფრით გამორჩეულმა რონალდუმ 89-ე წუთზე ჟოაუ კანსელოს წინააღმდეგ უხეშობისთვის დანიშნული პენალტი გამარჯვების გოლად აქცია. 24 წლის განმავლობაში, ანუ მას შემდეგ, რაც გამარჯვებისთვის 3 ქულის მიკუთვნება დაიწყეს, პორტუგალიელი ერთადერთია, ვინც სერია A-ს ზედიზედ 8 გასვლით შეხვედრაში გაიტანა.

ჯამში პორტუგალიელს 15 გოლი მოუგროვდა და ბომბარდირთა დავაში „ატალანტას“ საპატას წამოეწია. მათზე ერთი გოლით მეტი აქვს გატანილი „სამპდორიას“ შეტევების ლიდერ ფაბიო კვალიარელას.

საინტერესოა, რომ რონალდუმ 15-დან 5 გოლი პენალტიდან გაიტანა, კვალიარელამ 16-დან 4-ჯერ აღასრულა უმაღლესი საფეხბურთო სასჯელი, საპატას კი ერთის გარდა ყველა თამაშიდან აქვს გატანილი.

წილი
წინა სტატიადანიამ ფაფარი აიშალა
შემდეგი სტატიამაგნუსმა ინდური ფოლადი გაადნო
გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".