„მილუოლისა” და „ევერტონის” მოთამაშეებმა ფეხბურთის ასოციაციის თასის მეთექვსმეტედფინალური მატჩის დღეს ემილიანო სალას პატივსაცემად შავი სამკლავური არ გაიკეთეს. მიზეზი: ავიაკატასტროფაში დაკარგული არგენტინელი ფეხბურთელის ოჯახმა ინგლისური ფეხბურთის შეფებს სთხოვა ასე.
შეგახსენებთ, რომ ემილიანო სალა „ნანტიდან” „კარდიფ სიტიში” ამ ზამთარს, 15 მილიონ გირვანქად გადავიდა, მაგრამ როდესაც პატარა ტურისტული თვითმფრინავით პილოტთან ერთად ლა მანშს სერავდა, გრიგალში გაუჩინარდა.
ხუთშაბათს ემილიანო სალასა და პილოტის ძებნა ოფიციალურად შეწყდა, მაგრამ ისინი დაღუპულებად არ გამოუცხადებიათ.
„მილუოლისა” და „ევერტონის” შეხვედრამდე ინგლისში კლუბებმა შავი სამკლავურები შეიბეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ავიაკატასტროფაში დაკარგულებს. ასე მოიქცნენ, მაგალითად, „მანჩესტერ სიტი” და „ბარნლი” (5:0), მაგრამ შემდეგ სალას ოჯახმა ითხოვა, რომ სანამ ფეხბურთელი გარდაცვლილად არ ჩაითვლება, მანამდე მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი მოქმედებები არ ჩაატარონ და ლონდონურ შეხვედრაში ასეც მოიქცნენ.