ადრე, რომ გაგეგო რას ფიქრობს ფეხბურთელი, ან ინტერვიუ უნდა წაგეკითხა, ან მისი პირადი ნაცნობი უნდა ყოფილიყავი. ახლა დრო შეიცვალა. დღეს შეიძლება იყო „ფოლოვერი” ან „ფრენდი” და სოციალურ ქსელებში მის „ექაუნთებს” მალიმალ ათვალიერებდე. ეს ამბავიც სოციალური ქსელიდან, კერძოდ კი „ინსტაგრამიდან” მოდის.
„რეალის” კაპიტანმა თავისი ჩაფიქრებული ფოტო გამოფინა და მიაწერა: „წინ დიდი გამოწვევებია. დაე, გადავლახოთ”.
კაპიტნის პოსტს მისმა თანაგუნდელმა ისკომ ასეთი კომენტარი მიაწერა: „გაიგე? თურმე, მე და შენ ერთმანეთს არ ველაპარაკებით? რას არ შეიტყობ კაცი”.
მალაგელის კომენტარი ესპანეთში დაყრილი ბოლო ჭორების გამოძახილი იყო. ამ ჭორების თანახმად სერხიო რამოსი და ისკო ნაჩხუბრები არიან.
ისკოს კომენტარს თავად რამოსმა ხუმრობით უპასუხა: „ამჯერად ზრდილობის გამო გიპასუხებ, მაგრამ, მეორედ ხმა აღარ გამცე”.





