ექტორ ბელერინს მყესები გაუწყდა. მას მთელი დარჩენილი სეზონის გამოტოვება მოუწევს.
„არსენალის” განაპირა მცველი „ჩელსისთან” ბოლო ტურის შეხვედრაში, ნახევარმცველ როს ბარკლისთან შეტაკების დროს დაშავდა. შეგახსენებთ, რომ ის მატჩი „მეთოფეებმა” 2:0 მოიგეს. წუხელ, კატალონიელ მოთამაშეს ნატკენ ადგილზე ათასგვარი რენტგენი და ექოსკოპია გადაუღეს, რის შემდეგაც ითქვა, რომ შესაძლოა ქირურგიული ჩარევაც კი გახდეს აუცილებელი.
23 წლის ფეხბურთელის ერთ-ერთმა ახლობელმა პრესას უამბო: „რასაკვვირველია, ახალ სამედიცინო გამოკვლევებს დაველოდებით, მაგრამ ახლა ისე ჩანს, რომ საქმე ცუდად არის”.
ამბობენ, რომ ფეხბურთელს მკურნალობისა და აღდგენისთვის 9 თვე დასჭირდება.