ჯერ-ჯერობით მხარეები ხმამაღალ განცხადებებს არ აკეთებენ, მაგრამ როგორც ჩანს, მადრიდელებმა ბრაზილიელ „პერპეტუუმმობილეს“ შემცვლელი მოუნახეს.

ლა ლიგის ბოლო ორ შეხვედრაში მარცხენა მცველად 22 წლის სერხიო რეგილონი იყო გამწესებული და ცუდი შთაბეედილება ნამდვილად არ დაუტოვებია. თუ ასე გაგრძელდა, მარსელოს ფასი სატრანსფერო ბაზარზე მკვეთრად კლებას დაიწყებს, რაც არც „რეალის“ და არც თავად ფეხბურთელის ინტერესებში არ შედის.

გამოსავალი? ხომ გაგიგიათ გამოთქმა „მარსელო იყოს და მსურველი თუნდაც ტურინიდან მოვაო,“ – სიტუაციას პირველი კრიშტიანუ რონალდუ გამოეხმაურა და ბრაზილიელი ძმაკაცი „იუვენტუსში“ გადაიპატიჟა.

რონალდუს ფაქტორი ბევრს ნიშნავს ტურინში, ხელწამოსაკრავი ფიგურა არც თავად მარსელოა და არ გაგიკვირდეთ, თუ სულ მალე მადრიდში იტალიური დესანტი გამოჩნდეს ბევრნულიანი შეთავაზებით.

მარსელოს მადრიდელებთან მოქმედი კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს, მაგრამ ტურინულ ვარიანტს თავად სულაც არ გამორიცხავს.

წილი
წინა სტატიანეიმარი ლაპარაკშიც ტყუის
შემდეგი სტატიაბელერინის ცხრათვიანი ტრავმა
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".