ტიერი ანრიმ ბოდიში მოიხადა. ის წუხს, რომ მოწინააღმდეგეს, კერძოდ „სტრასბურგის” ფეხბურთელს კენი ლალას ბოზის შვილიშვილი (ქართულად ალბათ ასე უფრო სწორედ ითარგმნება) უწოდა. მიზეზი: ლალა აუტის ჩაწოდებას აჭიანურებდა.
ეს ამბავი შაბათს, „მონაკოსა” და „სტრასბურგის” შეხვედრის პირველი ტაიმის ბოლოს მოხდა. შეგახსენებთ, რომ „მონაკომ” თავის მოედანზე 1:5 წააგო. ადვილი წარმოსადგენია როგორ გუნებაზე იქნებოდა მისი მწვრთნელი და მაინც მეტოქე გუნდის ფეხბურთელის ლანძღვა არ შეიძლება.
ანრი კი ლალას მიუბრუნდა და დაუძახა: „ჯერ 43-ე წუთია შე ბოზის შვილიშვილო”.
შემდეგ „მონაკოს” თავკაცი მეოთხე მსაჯს მიუტრიალდა: „საკმარისია. მორჩეს ასე ნუღარ იქცევა”.
„სტრასბურგთან” წაგების შემდეგ საფრანგეთის ყოფილი ჩემპიონი 15 ქულით ბოლოსწინა ადგილზეა. ერთი ადგილით მაღლაა „დიჟონი”, რომელსაც კიდევ თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.
ანრის გუნდმა ბოლოს დეკემბრის დასაწყისში მოიგო.
მოგვიანებით „არსენალის”, ფრანგული და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ ბოდიში მოიხადა: „სამწუხაროდ ქუჩის გამოთქმა ვიხმარე. ვწუხვარ, რომ მოედნის კიდიდან ასეთი რამ წამომცდა. ეს ადამიანის რეაქცია იყო. ვიმეორებ, ვწუხვარ, მაგრამ ჯერ კიდევ ადამიანი ვარ”.