კარიერის სტარტზე რომ ხარ და NBA-ის დრაფტს სულმოუთქმელად ელი, ასეთი მატჩი ათმაგი შანსია თავის წარმოსაჩენად. მადრიდის „რეალი“ მხოლოდ გრანდი არ არის – ევროლიგის ჩემპიონი ერთ-ერთ აუტსაიდერ „ბუდუჩნოსტთან“ მორიგ ქულებს გეგმავდა.
ნურას უკაცრავად! „ბუდუჩნოსტს“ ახალი ლიდერი ჰყავს… მას გოგა ბითაძე ჰქვია და ავტორიტეტებს არ ცნობს.
იფრინა რეალთან ბითაძემ. 13 ქულის გარდა მის ანგარიშზე 10 მოხსნა და 3 დაფარებაც არის. შაინტერესოა, რომ მადრიდელების კალათში ბოლო 8 ქულა სწორედ გოგამ ჩაუშვა და მათ შერცხვენას წერტილი დაუსვა – 73:60.
ბითაძეს ევროლიგის 5 შეხვედრაში ფანტასტიური სტატისტიკური მონაცემები დაუგროვდა:
– საშუალოდ 14,4 ქულა
– საშუალოდ 7,4 მოხსნა
– საშუალოდ 3,2 დაფარება
დაფარებები ცალკე ფენომენია: 19-მატჩიანთა შორის 5-მატჩიანი ქართველი მერვე ადგილზეა, მისი საშუალო შედეგი 3,2 ბლოკ-შოტი კი ლიგაში საუკეთესოა.
ვაღიაროთ, რომ ქართველთაგან ასეთი ხმაურიანი სტარტი ევროპაში ჯერ არავის ჰქონია. ბითაძე რომ წლის საუკეთესო დებიუტანტია, არავინ დავობს, მაგრამ მთავარი მაინც დრაფტია.
აქამდე იყო ვარაუდი, რომ ბითაძეს დრაფტის პირველი წრის ბოლოს ან მეორეს დასაწყისში აირჩევდნენ. ევოლიგაში ყოველი წარმატებული მატჩი იმის წინაპირობაა, რომ ქართველი პირველივე წრეში დაიბევებს NBA-ში კონტრაქტს, რაც სადებიუტო სეზონშივე სათამაშო დროის და თავის გამოჩენის შანსია.