ავსტრალიის ღია პირველობის დაწყებამდე მოგაწოდეთ ლეგენდარული ჯიმ კურიეს მოსაზრება, დიმიტრიოს ციციპასს უკვე დღეს ნებისმიერი მეტოქი ძლევა ხელეწიფებაო…

ისე ყველაფერი კარგი აგიხდეთ: ადგა ეს 20 წლის ბერძენი და ტურნირიდან თვით როჯერ ფედერერი გაადეპორტა. ოთხსეტიანი თრილერი სამი ტაიბრეიკით. ციციპასი ძალიან ძლიერია და მით უფრო საწყენია ნიკა ბასილაშვილის მასთან მარცხი. ნიკას ხომ რამდენიმე ზუსტი დარტყმა აშორებდა როჯერთან შეხვედრას.

დღეს ამის გამო კიდევ უფრო დამწყდა გული, მაგრამ მხოლოდ ამის გამოც არა: ციციპასმა ფედერერი – ნადალის სუპერკლასიკოს ხილვის შანსი წაგვართვა. ბადის მიხედვით ჩოგბურთის ტიტანები ნახევარფინალში უნდა გადაყროდნენ ერთმანეთს. ციციპასი კიდევ ბევრჯერ იქნება. ეგებ სლემტიტულებსაც უწიოს, ფედერერი-ნადალის დარჩენილი შეხვედრების ლიმიტი კი თვალსა და ხელსშუა იწურება… ამიტომაც, ნახევარფინალში ნადალისკენ ვიქნები, რომელმაც საწყალი ტომაშ ბერდიხი სამი სეტის მანძილზე უმოწყალოდ არბია.

წილი
წინა სტატიადამღლელი
შემდეგი სტატიაანრი მეტოქის ბებიას გადაწვდა
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".