„მანჩესტერ იუნაიტედის” ფანები გაოცებას ვერ მალავენ. ერთი შეხედვით ამაში მოულოდნელი რა უნდა ყოფლიყო, მაგრამ, მეორე მხრივ ვარაუდმა, რომ ოლე გუნარ სულშერს შემადგენლობას სერ ალექს ფერგიუსონი კარნახობს, მაინც მითქმა-მოთქმა გამოიწვია.

მას მერე, რაც სულშერი „იუნაიტედის” თავკაცად დაინიშნა ლეგენდარული ალექს ფერგიუსონი ორჯერ იყო კლუბის საწვრთნელ ცენტრში. ექსპერტი იან მაკგერი კი ამბობს, რომ „მანჩესტერის” მეპატრონეებს, გლეიზერებს არ აწყობთ, რომ ფერგიმ „ოლდ ტრეფორდზე” საჭიროზე მეტი გავლენა დაიბრუნოს და ამიტომ ნორვეგიელი ცდილობს მისი რეალური მონაწილეობის ამბავი დამალოს.

„მეორე მხრივ, სულშერი ვერ მალავს, რომ ის ფერგიუსონს კლუბთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე რეგულარულად ელაპარაკება. აქედან გამომდინარე ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ როდესაც საქმე შემადგენლობის განსაზღვრას და ტაქტიკის შეჩევას ეხება, ფერგის გავლენა უფრო მეტია, ვიდრე გარედან ჩანს. ფეხბურთის გუნდის მწვრთნელისთვის კი მთავარი სწორედ ეს კომპონენტებია. და გლეიზერები ამ ყველაფერს სულშერის აქილევსის ქუსლად განიხილავენ”, — თქვა მაკგერიმ.