კოლუმბიის ქალაქს კუკუტაში ასეთი ამბავი მოხდა: კუკუტას „დეპორტივოს“ მწვრთნელმა სებასტიან მენდესმა ფული დაკარგა. მენდესი არგენტინელია და გუნდი ახლახან ჩაიბარა. ქალაქში გასეირნების შემდეგ სასტუმროში დაბრუნებულმა კი აღმოაჩინა, რომ დაახლოებით 2 600 დოლარი ჯიბიდან გამქრალიყო.
მენდესმა უკვე გამოიგლოვა დაკარგული ფული, როცა ნომერში დაურეკეს და ფოიეში ჩასვლა სთხოვეს. იქ მას ელოდებოდა ტაქსიტი, 72 წლის ორტენსიო მარტინესი, რომელმაც მწვრთნელი რამდენიმე წუთის წინ სასტუმროში დატოვა.
სასტუმროდან წასულმა მარტინესმა უკანა სკამზე პარკში გახვეული რაღაც რომ დაინახა, მიბრუნდა უკან და ნივთის დასაბრუნელად პატრონს მიაკითხა. ტაქსისტმა პაპამ არც პატრონის ვინაობა იცოდა და არც ის, რომ უკან სკამზე დოლარები ელაგა. მარტინესმა ნივთი პატრონს დაუბრუნა და მერეღა გაიგო დოლარების ამბავი.
„ასეთი რამ ყოველ დღე არ ხდება, – თქვა მწვრთნელმა, – თანხა უკვე დაკარგული მეგონა და ბუენოს აირესშიც კი დავრეკე, რომ ფული გამოეგზავნათ, მაგრამ ამ პატიოსანი კაცის წყალობით, ფულის გამოგზავნა აღარ დამჭირდება“.
72 წლის ორტენსიო მარტინესმა კი თავის მხრივ ბრძანა, რომ ის ყოვლთვის ტაქსისტი კი არ იყო, არამედ დაკარგული ფულის დაბრუნების ორი ინსტიტუტი აქვს დამთავრებული.
მწვრთნელმა პაპას მადლობის ნიშნად 130 დოლარი მიუთვალა.