ვერ აეწყო ჯერჯერობით ტიერი ანრი „მონაკოში.“ გუნდი კვლვლავ ბოლოსწინა ადგილზეა საფრანგეთის ჩემპიონატში და დიდი პერსპექტივაც არ უჩანს. ამბობს, ჩემი იდეები ამ მოკლე ხანში ფეხბურთელებამდე ვერ მივიტანეო.
აი, რამდენიმე დღის წინ, საკლუბო ანტირეკორდიც დაამყარა. „მონაკომ“ შინ, საშინაო პირველობის მე-17 ტურის გადატანილ მატჩში „ნიცას“ ვერაფერი მოუხერხა (1:1) და აღმოჩნდა, რომ ისტორიაში პირველად, მონაკოელებმა სეზონის პირველი 10 საშინაო შეხვედრიდან, ვერცერცერთის მოგება შეძლეს.
ამ მატჩში საინტერესო კიდევ ის იყო, რომ გუნდები მინდორზე ყოფილმა თანამენაკრებეებმა და თანაკლუბელებმა, მსოფლიო ჩემპიონებმა ანრიმ და პატრიკ ვიეირამ გაიყვანეს. ამათ, თავის დროზე მარტოებსაც მოუგიათ გადამწყვეტი შეხვედრები. ახლა კი საათნახევრით „მტრებად“ იქცნენ.
„უცნაური იყო, როცა პატრიკი მეტოქის გასახდელიდან გამომავალი დავინახე, – ამბობს ანრი, – ყოველთვის მხარდამხარ ვიბრძოდით ხოლმე. ახლა კი…“
ისინი ძაღლების სასეირნოდ გამომყვან კომპანიონებს უფრო ჰგავნენ, ვიდრე მოწინააღმდეგეებსო – წერს The Guardian.
მგონი, ჯერ ნაადრევია რაიმე სერიოზული დასკვნების გამოტანა, – მხარი დაუჭირა მატჩის შემდეგ ვიეირამ მეგობარ კოლეგას, – დააცადეთ მუშაობაო.
ანრის მთლადაც ვერ გაამტყუნებ. კლუბმა, რომელიც ორი წლის წინათ, ევროპას თავისი ახალგაზრდებით აზანზარებდა, რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი გაყიდა. მარტო კილიან მბაპესა და ფაბინიოს სახელები რად ღირს. ერთი პსჟ-ს ვარსკვლავი გახდა, მეორე „ლივერპულს“ ეჩვევა ნელ-ნელა. ძირითდის 8 მოთამაშეც რომ დაშავებული გყავს, ბევრს ვერფერს მიაღწევ.
ახლა, ჩანს, „მონაკოში“ ახალი ეპოქა იწყება. ამის ერთ-ერთი დასტური სესკ ფაბრეგასის გადაბირებაა. „მონაკოში“ ახალგარდობა დამიბრუნდაო – თქვა ყოფილმა ჩელსელმა პრესკონფერენციაზე.