სამწუხაროა, მაგრამ ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის ავსტრალიის ღია პირველობა მესამე წრეში დასრულდა. ჩვენებურმა ბერძენ სტეფანოს ციციპასთან 3:6, 6:3, 6:7, 4:6 წააგო.
ნიკამ ჯერ მეორე სეტი მოიგო, მერე კი მესამეში 2:5-დან გაათანაბრა ანგარიში. უპირატესობა თითქოს უკვე მისკენ იყო, მაგრამ ტაი-ბრეიკზე მაინც დათმო.
შეხვედრის ბედი მეოთხე სეტის მეშვიდე გეიმში გადაწყდა. 3:3-ზე ნიკა აწვდიდა და 40:0 მიჰყავდა გეიმში, მაგრამ წააგო. ციციპასს აღარ გასჭირვებია ლოგიკურ ფინიშამდე მისვლა.
ნიკოლოზ ბასილაშვილმა პროგრამა-მინიმუმი შეასრულა და სარეიტინგო ქულები დაიცვა, თუმცა, გულდასაწყვეტია, წამიერ უყურადღებობას არწასაგები მატჩის დათმობა რომ მოჰყვა.
ციციპასთან მატჩი ნიკას სტაბილირობის კიდევ ერთი დასტურია. ეს 20 წლის ბერძენი უკვე შემდგარი ვარსკვლავია. მარტო ერთი ამოსუნთქვით მოგებული „მასტერსი“ რად ღირს, როცა ერთმენეთის მიყოლებით ტოპ-ათეულის ოთხი წევრის სკალპი მოინადირა.
