ლაშა დვალი ოფიციალურად გახდა უნგრეთის „ფერენცვაროშის“ ფეხბურთელი. საქართველოს ნაკრების 23 წლის მცველმა ბუდაპეშტის კლუბთან 2.5+1 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
დვალი პოლონეთის „პოგონმა“ 450 ევროს სანაცვლოდ დაუთმო უნგრეთის ყველაზე ცნობილ კლუბს.
„ფერენცვაროში“ უნგრეთის ჩემპიონატს ხუთქულიანი ფორით ლიდერობს. კლუბი ქვეყნის 29–გზის ჩემპიონი და 23–გზის თასის მფლობელია. გუნდს წარსულში ცნობილი უკრაინელი ფორვარდი სერგეი რებროვი წვრთნის.
დვალის „ფერენცვაროშში“ გადასვლა ქართველი მენეჯერის, საქართველოს ნაკრების, პსვ–სა და „ტვენტეს“ ყოფილი ნახევარმცველის, გოგა გახოკიძის მეშვეობით მოხერხდა. ტრანსფერის ფასზე და კონტრაქტის ხანგრძლივობაზე მან მოგვაწოდა ინფორმაცია. აქვე, გახოკიძის კომენტარიც:
„უნგრეთში ჩემი პარტნიორია ლაშა ოდილაძე, რომელსაც ადრეც გადაუყვანია ქართველი ფეხბურთელები უნგრეთში და დვალის „ფერენცვაროშში“ გადასვლაც მისი მეშვეობით მოხდა. „ფერენცვაროში“ უნგრეთში ერთ–ერთი საუკეთესო გუნდია, ყოველთვის ჩემპიონობისთვის იბრძვის. რა თქმა უნდა, დვალისთვისაც კარგია, რომ ჩემპიონთა ლიგაში ითამაშოს, რისი ალბათობაც დიდია“.

წილი
წინა სტატიაერთი შეცდომის ფასი
შემდეგი სტატიაშესანიშნავი ნახევარი
კახელის კვალობაზეც კი გასაოცარი სიდინჯის პატრონის მთავარი ზვარი ქართული ფეხბურთია, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, მისი თანდასწრებით „ვალენსიასა“ და ბრაზილიის ნაკრების აუგად ხსენებასაც არ გირჩევთ