როგორც ვვარაუდობდით, ლევან გორგაძისთვის იანვრის ბაშო ნაადრევად დასრულდა. მიჯრით 4 წაგების შემდეგ დადებით ბალანსზე გასვლა თითქმის შეუძლებელი ჩანდა, თეძოს ტრავმის გამიზეზების ალბათობა კი იზრდებოდა.

ლევანი უკვე გადაფრინდა სპეციალურ კლინიკაში, სადაც მკურნალობა-რეაბილიტაციის კურსს გაივლის. ტოჩინოშინი მარტის ბაშომდე უცილობლად უნდა მომჯობინდეს. ქართველი ფალავანი ისევ კადობანში ჩააყენეს: თუ მარტში დადებით ბალანსს ვერ დააფიქსირებს, ოძეკის ტიტულს ჩამოართმევდენ და სეკივაკემდე დააქვეითებენ.

იმედია, ლევანი მორიგ ტრავმას და მარტის გამოცდასაც იოლად მოერევა – ერთხელ ეს გზა უკვე გავლილი აქვს.