ქართველი ფალავანი ხაცუ-ბაშოს სტარტზე ზედიზედ მეორედ დამარცხდა.
ამჯერად ლევანმა აღმოსავლეთის მეორე მაეგაშირა ნიშიკიგისთან ვერ გააწყო ვერაფერი.
შეგახსენებთ, რომ ეს მხოლოდ სტარტია, როცა რიგით მაეგაშირებსაც ხვდება, მერე კი როგორც ოძეკის, ყველა იოკოძუნასთან, ოძეკისთან და კომუსუბისთანაც მოუწევს საკუთარი სტატუსის დამტკიცება.
ტურნირის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე ლევანმა ბარძაყის კუნთი დაიზიანა, მაგრამ მაინც გადაწყვიტა ბრძოლა. ტიტულს დაცვა ჭირდება და როგორმე 8 გამარჯვების ნიშნულს უნდა უწიოს. სხვა შემთხვევაში ტრავმის გამიზეზების რისკი გაუმართლებელი იქნება და შეიძლება მოიხსნას კიდეც.