მარი ჩოგბურთს ცრემლებით დაემშვიდობა

ენდი მარი, 2000-იანების დიდი ოთხეულის წარმომადგენელი (როჯერ ფედერერთან, რაფაელ ნადალთან და ნოვაკ ჯოკოვიჩთან ერთად) ყოფილ ჩოგბურთელად იქცა. ავსტრალიის ღია პირველობაზე პირველივე წრიდან გამოვარდნისთანავე დიდმა დიდბრიტანელმა “დიდი სლემის” სერიის დასაწყისშივე გაცხადებული დაადასტურა: აქ ვამთავრებო. დარდი და ცრემლი ახრჩობდა მარის, როცა აღნიშნულს უზიარებდა მედიას. მუხანათმა ტრავმამ ისიც კი ათქმევინა უიმბლდონის ორგზის და ამერიკის ღია პირველობის გამარჯვებულს, ჩოგბურთს ჩემთვის ვერა სიამოვნება ვეღარ მოაქვსო.

ალალია მარისთვის პენსიაზე გასვლა და ხეირიანად დასვენება, რადგან იგი, დანარჩენ სამისგან განსხვავებით (რომელთაც გამარჯვებები და ჯილდოები თავზე ეყარათ), გაგვახსენდება, როგორც ჩოგბურთელი, რომელიც წლიდან წლამდე ჯიუტად ებრძოდა უიღბლობას და “გრანდ-სლემის” პირველი ტურნირი იქამდე ოთხი ფინალის წაგების შემდეგ მოიგო. მარის ასევე დავახასიათებდით, როგორც ჯენტლმენს, როგორც ნამდვილ შოტლანდიელს, რომელსაც მუდამ ჰყოფნიდა ტაქტი და ზრდილობა, როგორც გულსატკენ დამარცხებებთან, ასევე დიდ გამარჯვებებთან ღირსეულად შეგებებისთვის. აკი ამიტომაც მისი წასვლით გაწბილება და მცირედი შოკიც ალალად გამოხატეს როგორც ფედერერმა, ისე ჯოკოვიჩმაც. “დიდი ხნის მეგობარი, კოლეგა, მეტოქე – მტკივა ეს ამბავი” – თქვა ჯოკოვიჩმა და საჩოგბურთო მსოფლიოს ისღა დარჩენია, სერბ ვარსკვლავს დაეთანხმოს.

წილი
წინა სტატიარა სჭირს ტოჩინოშინს?
შემდეგი სტატიაის ისე ერკვევა ფეხბურთში, როგორც…
დავით გულუა
თუკი მეგრელი პატიოსანი გამოვიდა, ძრწოდეთ კახელებო. ნიჭზე კი ლაპარაკი ზედმეტია. უნიჭო მეგრელი ისტორიაში სულ სამი-ოთხი იყო. ჯანდაბას, ხუთი... დავით გულუა, წესიერ და ნიჭიერ მეგრელთა კატეგორიას განეკუთვნება რომელსაც კიდევ ერთი დიდი პლიუსი აქვს - თხემით ტერფამდე სარბიელელია