ფინელი ფეხბურთელი რიკუ რისკი პროტესტის ნიშნად ნაკრებს ყატარში შეკრებაზე არ გაჰყვა.

„ნაკრებიდან მოწვევა მივიღე, მაგრამ შევხვდი მწვრთნელს და ავუხსენი, რომ ეთიკური მოსაზრებების და ჩემი ფასეულობების ერთგულების გამო ყატარში არ წავალ. მწვრთნელს და ნაკრების მენეჯერს სხვა აზრი ჰქონდათ, თუმცა მე ჩემსას ვერ გადავუხვევ,“ – თქვა რისკიმ.

რატომ იუარა ფინელმა დოჰაში ჩასვლა? დოჰაში მსოფლიოს 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის სტადიონები შენდება. აურაცხელი მუშა ყოფილა ჩასული აზიიდან და დამქირავებლები თურმე მონებივით ეპყრობიან.

შემოდგომაზე გამოქვეყნდა „საერთაშორისო ამნისტიის“ (Amnesty International ) ანგარიში ადამიანის უფლებებების დარღვევაზე ყატარში. იქ კი წერია, რომ მუშებს ჩამორთმეული აქვთ პასპორტები, ვეღარ გადიან ქვეყნიდან, არ უხდიან ხელფასს და ერთი სამსახურიდან მეორეში იმ შემთხვევაში უშვებენ, თუ პირველ დამქირავებელს დავალიანების გასტუმრებას არ მოსთხოვენ.

როგორც ჩანს, რიკუ რისკისაც წაუკითხავს ეს ამბები და დოჰაც ამად იუარა.

კაცია და რისკი.

წილი
წინა სტატიამიდი ჯეკ! დეფოც მოვიდა!
შემდეგი სტატიაპოჩეტინიო იმსახურებს, რომ მე შემცვალოს!
ვაჟა ხუციშვილი
ვაჟა ფშაველა... უკაცრავად, ფშაველი ვაჟა, გვარად ხუციშვილი. ერთგული, ნიჭიერი და ესპანეთში ნაცხოვრები კაცია, რომელმაც „რეალის” და „ბარსელონას” ქვეყანა შიგნიდან იცის და მკითხველისთვის მრავალი საინტერესო ამბის მოყოლა შეუძლია. ხანდახან ამბობს, კუში კოშმარიაო და ვერ გაიგებ, „მაზიანების” წინააღმდეგია თუ ვიღაც კაცის სახელსა და გვარს ასახელებს.