ლისაბონის „ბენფიკას“ მწვრთნელი რუი ვიტორია გაათავისუფლეს. მიზეზი: მისმა გუნდმა ხუთშაბათს “პორტიმონენსესთან“ სტუმრად წააგო, ცხრილში მეოთხე ადგილზე დაეშვა და ლიდერ „პორტუს“ მთელი 7 ქულით ჩამორჩა. ვიტორიას დროებით შეცვლის  „ბენფიკას“ მეორე გუნდის თავკაცი ბრუნო ლაჟე.

რუი ვიტორია „ბენფიკაში“ 2015 წელს „გიმარაეშიდან“ მივიდა. იქიდან მოყოლებული გახდა ჩემპიონი, თითოჯერ მოიგო ლიგის და ქვეყნის თასი და ორჯერაც სუპერთასი, თუმცა ჩემპიონთა ლიგაში ვერ ივარგა. წინა სეზონში ჯგუფის ექვსივე მატჩში დამარცხდა, ხოლო საამსეზონო ტურნირში მესამე ადგლზე გავიდა და უეფას ევროპის ლიგაზე გადაინაცვლა…

წილი
წინა სტატიაარგენტინამ ბრაზილიას მექსიკა წაართვა
შემდეგი სტატიასალაჰი ბორნმუთმა იყიდა
ვაჟა ფშაველა... უკაცრავად, ფშაველი ვაჟა, გვარად ხუციშვილი. ერთგული, ნიჭიერი და ესპანეთში ნაცხოვრები კაცია, რომელმაც „რეალის” და „ბარსელონას” ქვეყანა შიგნიდან იცის და მკითხველისთვის მრავალი საინტერესო ამბის მოყოლა შეუძლია. ხანდახან ამბობს, კუში კოშმარიაო და ვერ გაიგებ, „მაზიანების” წინააღმდეგია თუ ვიღაც კაცის სახელსა და გვარს ასახელებს.