ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია, როგორც ჩანს, კოკაინის მსრუტავ ფეხბურთელებზე ნადირობს — აგერ უკვე მეორე შემთხვევა გამოვლინდა. სახელსა და გვარს კვლავ არ გვისახელებენ.

ამჯერად ინფორმაცია მავანი ქალისგან მოდის, რომელსაც „მეორე” ფეხბურთელის ძმაკაცებმა კოკაინი შესთავაზეს. ეს ქალი საკუთარი თვალით ხედავდა, როგორ შედიოდა და გამოდიოდა ფეხბურთელი ტუალეტში ნარკოტიკის შესასრუტად.

პრემიერლიგის ვარსკვლავი ბოლოს ისეთ დღეში ჩავარდა, რომ ბარის უკანა გასასვლელიდან გახდა გასაყვანი.

ქალმა თქვა: „ის იმდენად გაბრუებული იყო, რომ არ იციდა რა დღე იყო. ბანცალებდა და ხალხს ეჯახებოდა. მე ამ საშობაო წვეულებაზე ამხანაგებმა დამპატიჟეს და თავიდანვე ვიცოდი, რომ იქ ფეხბურთელი იქნებოდა. ბარში დიდძალი კოკაინი ტრიალებდა და რამდენჯერმე მეც შემომთავაზეს მისი შესრუტვა. რაც შეეხება ფეხბურთელს, ის კონტროლს აღარ ექვემდებარებოდა. წარამარა ტუალეტებში დარბოდა. გარშემო ყველა ნარკოტიკით იყო გაბრუებული”.