მექსიკის ნაკრების მწვრთნელად ხერარდო დანიელ „ტატა“ მარტინო დანიშნეს და ოთხწლიანი კონტრაქტი გაუფორმეს.

56 წლის არგენტინელი ბოლოს აშშ-ს მეიჯორ ლიგის „ატლანტა იუნაიტედში“ მუშაობდა და გუნდი ჩემპიონი გახადა. მან მექსიკის ნაკრებში ბრაზილიელი რიკარდო ფერეტი შეცვალა.

ხერარდო მარტინოს ოცწლიან  სამწვრთნელო კარიერაში 10 კლუბში და ორ ნაკრებში უმუშავია. მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატზე პარაგვაი მისი თავკაცობით მეოთხედფინალში გავიდა და მომავალ ჩემპიონ ესპანეთთან დამარცხდა.

2013-14 წლების სეზონში „ბარსელონას“ მწვრთნელი გახლდათ და პრიმერა დივიზიონი მოიგო. შემდეგ (2014-16) იყო არგენტინის ნაკრები და „კოპა ამერიკა“-ს ზედიზედ ორი წაგებული ფინალი. არგენტინა ჩილესთან (2015, 2016 ) ორჯერვე პენალტების სერიაში დამარცხდა.

პირველი ოფიციალური ამხანაგური მატჩი „ტატა“ მარტინოს მექსიკას 22 მარტს, კალიფორნიაში, სწორედ ჩილესთან ელის.

წილი
წინა სტატიაკოკაინის საქმე №2
შემდეგი სტატიაუი! გაუშვეს რუი
ვაჟა ხუციშვილი
ვაჟა ფშაველა... უკაცრავად, ფშაველი ვაჟა, გვარად ხუციშვილი. ერთგული, ნიჭიერი და ესპანეთში ნაცხოვრები კაცია, რომელმაც „რეალის” და „ბარსელონას” ქვეყანა შიგნიდან იცის და მკითხველისთვის მრავალი საინტერესო ამბის მოყოლა შეუძლია. ხანდახან ამბობს, კუში კოშმარიაო და ვერ გაიგებ, „მაზიანების” წინააღმდეგია თუ ვიღაც კაცის სახელსა და გვარს ასახელებს.