13 იანვარს ტოკიოში სტარტს აიღებს წლის პირველი ხაცუ ბაშო.

სათაურმა არ შეგაშინოთ. ისე მოხდა, რომ წილისყრამ ლევან გორგაძეს პირველ დღეს დასვენება არგუნა. ტოჩინოშინი, ისევე როგორც ელიტის სხვა წევრები, საწვრთნელ ბრძოლებს მართავს.

ქართველმა გოლიათმა სუფთად ჯერ სადანოუმი (2:0), მერე კი კომუსუბები მიტაკუემი (7:0) და მიოგირიუ (5:0) დაამარცხა.

ჯერჯერობით ბოლო სპარინგი ლევანს ოძეკი გოიედოსთან ჰქონდა და მეტად წარუმატდბლად დასრულდა.

მეტოქეები ექვსჯერ შეეტაკნენ ერთმანეთს და გამარჯვება ექვსივეჯერ გოიედოს დარჩა. ტაქტიკური ჩანაფიქრი იყო თუ გოიედო ასეთი უხერხული მეტოქეა? ტოკიოში გამოჩნდება, სადაც ტოჩინოშინისა და გოიედოს გზები აუცილებლად გადაიკვეთება.

წილი
წინა სტატიაბითაძე – ბუდუჩნოსტის მომავალმა მილანთან გაიბრწყინა
შემდეგი სტატიააბდელკადერი
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".