
ბითაძემ იმედები არც ამჯერად გააცრუა და იტალიაში მასპინძელ „მილანს“ 23 ქულა უთავაზა. ამას გარდა, გოგამ 8 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემაც მიითვალა. ჯამში მისი სასარგებლო მოქმედებების კოეფიციეტი ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო – 31.
ბითაძე სასტარტო შემადგენლობაში არ ყოფილა, თუმცა სათამაშო დროის სიმცირეზე ვერ დაიწუწუნებს. მან ჯამში მოედანზე 26.50 წუთი დაჰყო. გოგაზე მეტი პარკეტზე (ისიც, მხოლოდ 15 წამით) გუნდის 30 წლის ცენტრმა ერლ კლარკმა დაჰყო. ჩერნოგორიელთა დამრიგებელი იასმინ რეპეშა ერთი ხელის მოსმით ვერ ელევა ამერიკელს და გუნდის თამაში ორ ცენტრზე ააწყო, თუმცა ამ სქემაში გოგა კლასიკური ცენტრი არ არის და მძიმე ფორვარდობასაც ითავსებს.
ჰო, შეხვედრა „მილანმა“ 111:94 მოიგო, მორიგ საევროლიგო შეხვედრას კი „ბუდუჩნოსტი“ 9 იანვარს ისრაელში, „მაკაბისთან“ გამართავს