საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ახალ წელს დოჰაში შეხვდა. ყატარის ღია პირველობა ATP-250 სერიისა და ნიკა მეხუთე ნომრად არის განთესილი.

პირველ წრეში ბასილაშვილმა არცთუ იოლად, მაგრამ მაინც დაამარცა ესპანელი ალბერტ რამოს- ვინოლასი – 6:1, 1:6, 6:1.

მერვედფინალში ჩვენებურის მეტოქე 21 წლის რუსი ანდრეი რუბლოივი იყო. რეიტინგით დაბლა მდგობ მეტოქეს ნიკამ არც ამჯერად მისცა შანსი და ორ სეტში სძლია – 6:3, 6:4.

მოთხედფილალში კი ბასილაშვილი ნოვაკ ჯოკოვიჩთან იომებს. მსოფლიო ჩოგბურთის უპირველესთან მხოლოდ ბოლომდე ბრძოლას თუ დაგეგმავ. იქნებ…