ორი უდიდესი ჩოგბურთელის სამახსოვრო სელფი: როჯერ ფედერერმა და სერენა უილიამსმა ერთობლივი ფოტოთი აღნიშნეს ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში კორტზე პირველი შეხვედრა.

მიქსტში ფედერერის და ბელინდა ბენჩიჩის წყვილმა სერენას და ფრენსის ტიაფოს წყვილი დაამარცხა.

სერენა უილიამსი: შეიძლება ითქვას, ჩვენ ერთად გავიზარდეთ. და აი, მხოლოდ ამდენი წლის შემდეგ მოგვეცა შესაძლებლობა ერთმანეთის წინააღმდეგ გვეთამაშა. ეს შესანიშნავია. თან  შეხვედრა ჩვენი კარიერის კულმინაციურ მომენტში მოხდა. ძალიან მინდოდა როჯერთან ფოტოს გადაღება. ახლა ამ ფოტოს ყველას გაგიზიარებთ, ყველაფერი საოცრად სახალისო იყო.

როჯერ ფედერერი: ძალიან ვნერვიულობდი, რადგან არასდროს იცი, თამაში როგორ გამოგივა. ხალხი ძალიან ბევრს ლაპარაკობდა სერენას ჩაწოდებაზე და ახლა ვხვდები რატომაც. უბრალოდ შეუძლებელია გამოიცნო, როგორ ჩააწოდებს.

სერენა უილიამსი: მეც არ შემიძლია შენი ჩაწოდების გამოცნობა.

როჯერ ფედერერი: მე და სერენა ერთ დონეზე ვიმყოფებით, თუმცა ის ჩემზე ოდნავ უკეთესია. სერენა ნამდვილი ჩემპიონია. ჩანს როგორი კონცენტრირებულია კორტზე. ამიტომაც მიყვარს.

მატჩი ჰოფმანის თასის ჯგუფური ეტაპის ფარგლებში გაიმართა. შვეიცარიულმა დუეტმა ამერიკელების წყვილი 4:2 4:3 დაამარცხა.