„არსენალის” მცველმა სოკრატის პაპასტათოპულოსმა „ენფილდ როუდზე” „ლივერპულთან” შეხვედრის შესვენებისას გაწევ-გამოწევა მოაწყო. „ლივერპულმა” „არსენალს” 5:1 მოუგო. სოკრატისის გამო პირველი ნახევრის ბოლოწამს ლონდონელების კარში პენალტი დაინიშნა. ბერძენმა მოჰამედ სალაჰი წააქცია და ეგვიპტელმა თავად გაიტანა თერთმეტი მეტრიდან. ასე გახდა ანგარიში 4:1.

როდესაც ფეხბურთელები მოედნიდან გადიოდნენ, სოკრატისი და სალაჰი გვერდიგვერდ აღმოჩნდნენ, რა დროსაც კამათი ატყდა. სოკრატისი მიიჩნევდა, რომ სალაჰმა პენალტი გამოიგონა. როდესაც ისინი გვირაბს მიუახლოვდნენ, დავა გაცხარდა. ბერძენის სალაჰისგან გასარიდებლად საქმეში ლივერპულელები ვირჯილ ვან დიიკი და ჟორჟინიო ვინალდუმი ჩაერიენ. ტრიბუნისქვეშა შესასვლელში კონფლიქტი კიდევ უფრო ძალისმიერი გახდა. სამ ლივერპულელთან შეტოვებული სოკრატისის დასახმარებლად პიერ-ემერიკ ობამეიანგი მივიდა…

საბოლოოდ, კონფლიქტი ჩაცხრა, მაგრამ ინგლისური პრესა წერს, რომ დამნაშავე სოკრატისი იყო. მან თავისი უჭკუო თამაშით სალაჰს საპენალტე წაქცევის საშუალება მისცა. ბერძენმა ზურგსუკნიდან დაუწყო სწრაფ ეგვიპტელს წინააღმდეგობის გაწევა და ფეხით ფეხზე შეეხო, რითაც „ლივერპულის” თავდამსხმელმა შესანიშნავად ისარგებლა.

„ბოქსინგ დეიზე” „ლივერპულმა” „ნიუკასლს” 4:0 მოუგო და ამ შეხვედრაში მო სალაჰმა ისიმულანტა, რის მერეც მის ყოველ წაქცევას მიკროსკოპით აკვირდებიან. სოკრატისს ასეთი კაცისთვის საბაბი რომ არ მიეცა და ნახსენებ ეპიზოდში მსაჯს პენალტი ჰაერიდან მოეტანა, ერთი ამბავი ატყდებოდა, მაგრამ ბერძენი მცველი იმდენად უგუნურად მოიქცა, რომ სალაჰი არავის გაუკრიტიკებია.

საერთოდაც, უნდა ითქვას, რომ „არსენალის” დაცვა ამ შეხვედრაში უხეშად ცდებოდა. მეორე ტაიმში, 65-ე წუთზე, სტუმრათა კარში კიდევ ერთი პენალტი დაინიშნა და იქაც დარღვევა რთული შესამჩნევი გახლდათ, მაგრამ, ვიმეორებთ, აქ უკვე მეოთხე და მეხუთე გოლებზეა ლაპარაკი. ზოგადად კი მთელი შეხვედრის მსვლელობისას „მეთოფეები” ცდებოდნენ და სწრაფ თამაშშიც ჩამოუვარდებოდნენ მოწინააღმდეგეს. თავად განსაჯეთ, 32-ე წუთზე „ლივერპული” უკვე 3:1-ს იგებდა, ნახევარ საათში კი ასეთი ანგარიში თანაბარი გუნდების შეხვედრისას არ უნდა იყოს.

შეიძლება ითქვას, რომ 29 დეკემბერი „არსენალის” დღე არ იყო.