ცოლის გადაღებული ფოტოს გამო ქმარს გუნდიდან აგდებენ. ეს ფარსაგი ამბავი „გალათასარაის“ ფეხბურთელ სერდარ აზიზს დაემართა.

28 წლის მცველმა სტომაქის ტკივილი მოიმიზეზა, ვარჯიშებს აცდენდა და „სივასსფორთან“ პირველი წრის ბოლო ტურის მატჩიც გამოტოვა.

სინამდვილეში ცოლთან ერთად გაჰკრა მალდივის კუნძულებზე, რომ საახალწლო არდადეგები მეტად გაგერძელებინა.

ქალის ხელში ტელეფონი რომ საშიშია, ახლა სერდარმაც იცის. მეუღლის ფოტო ცოლმა ინსტაგრამზე ატვირთა და მალდივიო, მიაწერა.

ბადეზე მოკალათებულ ფეხბურთელს ზურგიდან თუ დავაკვირდებით, ვერ დავიჟინებთ, რომ მუცელი სტკივა. სურათი მიართვეს „იმპერატორს“ – „გალას“ მწვრთნელ ფათიჰ თერიმს, რომელმაც გაიძვერას გატრანსფერება ბრძანა.

სერდარ აზიზს, ალბათ, გუნდის გამოცვლა მოუწევს.

თუ ვინმეს ცოლის სახელი გაინტერესებთ, თუღჩე ჰქვია.

 

წილი
წინა სტატიასაახალწლო ბომბარდირი
შემდეგი სტატიამანჩესტერში აღარავინ იპრანჭებოდა
ვაჟა ხუციშვილი
ვაჟა ფშაველა... უკაცრავად, ფშაველი ვაჟა, გვარად ხუციშვილი. ერთგული, ნიჭიერი და ესპანეთში ნაცხოვრები კაცია, რომელმაც „რეალის” და „ბარსელონას” ქვეყანა შიგნიდან იცის და მკითხველისთვის მრავალი საინტერესო ამბის მოყოლა შეუძლია. ხანდახან ამბობს, კუში კოშმარიაო და ვერ გაიგებ, „მაზიანების” წინააღმდეგია თუ ვიღაც კაცის სახელსა და გვარს ასახელებს.