მსოფლიოში არც ისე ბევრი სააგენტოა, რომელიც ფეხბურთელების სატრანსფერო ფასს რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებული სიზუსტით ითვლის. მათ შორის ყველაზე ავტორიტეტული გერმანული სპეციალისტები არიან.

ამჯერად მათ რუსული პრემიერლიგის ფეხბურთელებისთვის მოიცალეს და ზაფხულის შემდეგ პირველად განაახლეს „პრეისკურანტი“.

ყველაზე მეტად გაიაფებულ ფეხბურთელთა ათეულში ჯანო ანანიძეც მოხვდა. ზაფხულში მისი სატრანსფერო ფასი 2 მილიონი ევრო იყო, ახლა კი 1 მილიონის ფარგლებშია. მოსკოვის „სპარტაკის“ 26 წლის ნახევარმცველის ნიჭს კვლავაც ყველა აღიარებს, თუმცა ამ შემთხვევაში ჯანოს ფასს ტრავმებისადმი მისი მიდრეკილება განსაზღვრავს.

„სპარტაკის“ სპორტულმა დირექტორმა სერგეი როდიონოვმა უკვე აცნობა ანანიძეს, რომ ის კლუბს წინასასეზონო შეკრებაზე ემირატებში არ მიჰყავს და ახალი კლუბის მოძებნა შესთავაზა.

გაითვალისწინეთ, რომ ჯანოს წლიური ხელფასი 2 მილიონ ევრომდეა და კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აქვს. მოსალოდნელია, „სპარტაკმა“ ჯანო საერთოდ კომპენსაციის გარეშე გაუშვას და მისი სახელფასო ფონდის გამოთავისუფლებით დაკმაყოფილდეს. არადა, დრო იყო, მოსკოველები ანანიძის სანაცვლოდ 6 მილიონ ევროს ცოტაობდნენ და არც ჩვენებურს მოუკლავს თავი, გამიშვითო – კლუბს უერთგულა.

ახლა ყველაფერი მისი აგენტის მარიფათზე ჰკიდია, თუმცა დიდი ალბათობით არც წლიურ 2 მილიონს შესთავაზებენ.

P.S. უკვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯანო ანანიძის იჯარით აყვანა რუსულ „კრილია სოვეტოვს“ სურს.

წილი
წინა სტატიათავზარდამცემი იუნაიტედი
შემდეგი სტატიანატატარი ჯორჯიაში დე ბურს ჩააბარეს
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".