ასაკოვან ქომაგებს ემახსოვრებათ, „დინამოს“ სტადიონი საბჭოეთობისას ქომაგთა დასწრების რეკორდს რეკორდზე ამხობდა და ის წარწერაც ტაბლოზე: „დღეს სტადიონზე სრული ანშლაგია“.

სულ ცოტა უნდა ქართველ ქომაგს. პაწაწკინტელა წარმატება და სტადიონზე მოსვლას ნოემბერშიც არ დაგზარდება.

ჰოდა, საკმარისი იყო, ჩვენს ეროვნულ ნაკრებს მიჯრით რამდენჯერმე თუნდაც არაგრანდებთან მოეგო და აჰა, შედეგიც!

საქართველოს ნაკრები დასწრების მიხედვით ერთა ლიგაში მხოლოდ საკუთარ D დივიზიონში კი არ გაპირველდა, სრულიად ევროპაში მეორე ადგილზე გავიდა.

უეფას მეტი რა უნდა?

სავსე ტრიბუნები და კარგი ტელესანახაობა. მით უმეტეს, „დინამომ“ ევროპის სუპერთასის მასპინძლობით ერთი სერიოზული გამოცდა უკვე ჩააბარა. ახლა კი უეფა სერიოზულად ფიქრობს, 2021 წელს ევროპის თასის ფინალი თბილისში ხომ არ გავმართოთო.

ქართული მხრიდან დასტური უკვე ნათქვამია და რაც ევროფეხბურთის მამებს შეეხებათ, პასუხს მომავალი წლის ზაფხულამდე იტყვიან.

წილი
წინა სტატიალებრონმა ებრაელებს ბოდიში მოუხადა
შემდეგი სტატიაახალი ქართველი მამლუქები
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".