რა ხდება ესპანურ ფეხბურთელთა ბაზარზე? ვინ გაძვირდა და ვინ გაიაფდა? Transfermarkt.de-მ ლა ლიგის ფასები გამოაცხადა, სადაც ყურადღება ლეო მესის გაიაფებამ მიიპყრო. „ბარსელონას” ლიდერი 180 მილიონი ევრო ღირდა, ახლა კი 160 მილიონი ღირს. ეს მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელის მეეორე გაიაფება ყოფილა კარიერაში. პირველად მესი 2008 წლის თებერვალში გაიაფებულა, როდესაც არგენტინელის ფასმა 60-დან 55 მილიონამდე დაიკლო.

ანალიტიკოსები წერენ, რომ მესის გაიაფება მის ასაკთან არის დაკავშირებული. ის ხომ უკვე 31 წლისაა.

ფასდაკლების შედეგად ლეო მესი მსოფლიოს მასშტაბით მესამე გახდა. მას 200 მილიონიანი კილიან მბაპე და 180 მილიონიანი ნეიმარი უსწრებენ.

ამის მიუხედავად, მესი შესანიშნავ ფორმაშია. მიმდინარე სეზონში მან 19 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 20 გოლი გაიტანა. ამასთან შეასრულა 12 საგოლე გადაცემა.

ესპანეთის ჩემპიონატში არგენტინელმა 14 თამაშში 14 გოლი გაიტანა და პრიმერადივიზიონის ბომბარდირებს შორის ლიდერობს.

წილი
წინა სტატიაფენი და ბებერი ფეისბუქი
შემდეგი სტატიაგზანი აღმასვლისანი
ირაკლი ნინიძე
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...