მედიაში გაჟონა „ლოს ანჯელეს გელაქსისა“ და ზლატან იბრაჰიმოვიჩის ახალი კონტრაქტის დეტალებმა.
სავარაუდოდ, შვედი ვეტერანი 2019 წელს 7-დან 7.5 მილიონ დოლარამდე მიიღებს. საოცარია, მაგრამ ზლატანის ხელფასი თითქმის ხუთმაგდება – გასულ სეზონში გიჟმაჟმა ფორვარდმა 1.5 მილიონი მიიღო. მეორე მხრივ, „გელაქსის“ მფლობელებმა ღირსეულად დააფასეს შვედი, რომელმაც 27 შეხვედრაში 22 გოლი გაიტანა, 10 საგოლე გადაცემა შეასრულა და ლიგის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული მოიპოვა.
თუ უკვე შეთანხმებულ კონტრაქტს ხელი მოეწერება, იბრაჰიმოვიჩი ამერიკული MLS-ის ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი შეიქნება.
დღემდე ამ ტიტულს ბრაზილიელი კაკა ატარებდა, რომელსაც ერთ ამერიკულ სეზონში 7.17 მილიონი დოლარი მიუთვალეს.