66 წლის ული ჰიონესი ხელახლა აირჩიეს „ბაიერნის” სამეთვალყურეო საბჭოს ზედამხედველად. ამ თანამდებობაზე ის 2022 წლამდე დარჩება.

არავის ეპარება ეჭვი, რომ ჰიონესი 2019 წელს თავის კანდიდატურას „რეკორდმაისტერის” პრეზიდენტობაზეც წამოაყენებს, თუმცა იდეების ხორცშესასხმელად მას რთული წელიწადი ელის.

მომავალ ზაფხულს „ბაიერნის” შემადგენლობა სავარაუდოდ ძალიან გადახალისდება. წავლენ 34 წლის არიენ რობენი და 35 წლის ფრენკ რიბერი. თაობათა ცვლამ რაც შეიძლება უმტკივნეულოდ უნდა ჩაიაროს.

„შპორტ ბილდთან” საუბარში ული ჰიონესმა თქვა: „მალე ჩვენი ყველა ფეხბურთელი გამოჯანმრთელდება და მწყობრში ჩადგება. ამის შემდეგ, სეზონის მეორე ნახევარში უკვე სოლიდური გუნდი გვეყოლება. რაც შეეხება შემადგენლობის სამომავლო გადახალისებას, თუ შესაბამისი „მასალა” ჩაგვივარდება ხელთ, უკან არაფერზე დავიხევთ”.