რაა გასაკვირი, თუ სპორტული სააგენტოები დღეს დილიდან ლამის LIVE რეჟიმში გადმოსცემენ ცინცხალ ინფორმაციებს „მანჩესტერის“ ბანაკიდან.

მეფე მოკვდა! გაუმარჯოს მეფეს? და ვინ ჩაანაცვლებს ჟოზე მოურინიუს გლეიზერების სამეფოში?

პირველ რიგში ზინედინ ზიდანი ითქვა და თითქმის მაშინვე ლორან ბლანი. მათ სამწვრთნელო მონაცემებს რომ არ გავუყვეთ, ფრანგის დანიშვნა მოურინიუზე აღრენილი ფრანგების დაშოშმინებას ისახავს მიზნადო. არის საფრთხე, რომ პოლ პოგბამ და მის კვალად მარსიალმა იანვარშივე მოითხოვონ ტრანსფერიო. კიდევ ერთ (და კლუბის ხელმძღვანელებისთვის ყველაზე მისაღებ) კანდიდატად არგენტინელი მოურიციო პოჩეტინო ითვლება, თუმცა ამ ეტაპზე კლუბი მხოლოდ დროებით მწვრთნელს ეძებს, რომელიც სეზონს ჩაამთავრებს, ამასობაში კი სრულფასოვანიც გამოჩნდება. დროებითის რანგში კი მოურინიუსვე ყოფილი თანაშემწე მაიკლ  კერიკი იგულისხმეს.

რაც შეეხება აწუკვე ყოფილ მთავარს, სეუ ჟოზეს კონტრაქტის გაწყვეტის შემთხვევაში 22,5 მილიონი ეკუთვნოდა, თუ იმ მომენტისთვის გუნდი ჩემპიონთა ლიგიდან არ იქნებოდა გამოვარდნილი.

მოგეხსენებათ, გუნდი მერვედფინალშია გასული და პსჟ-ს შეხვდება, მაგრამ გლეიზერებმა პორტუგალიელს შეუთვალეს, კომპენსაციად 15 მილიონზე გროშკაპიკით მეტის იმედი არ გქონდესო.