პოლ პოგბას შესახებ დაირხა ხმა, რომ ის „იუვენტუსში” ბრუნდება. ეს ხმა განსაკუთრებით მას მერე გაძლიერდა, რაც ფრანგი პარიზში ჩაფრინდა, სადაც თავის ყოფილ თანაგუნდელს, არგენტინელ პაულო დიბალას შეხვდა. პოგბა და დიბალა სწორედ „იუვეში” თამაშობდნენ ერთად, შემდეგ პოგბა „მანჩესტერ იუნაიტედში” გადავიდა, დიბალა კი „ბებერ ქალბატონში” დარჩა.

პოგბა პარიზში კვრა საღამოს გაემგზავრა, მას მერე, რაც „იუნაიტედმა” „ლივერპულთან” 1:3 წააგო.

ეჭვი იმის შესახებ, რომ დიბალა ძველი მეგობრის ტურინში დაბრუნებას ცდილობს მას მერე გაღვივდა, რაც მათ ინსტაგრამზე ერთად გადაღებული ფოტოები გამოდეს. რატომ აცვიათ ტურინელს და მანჩესტერელს ერთნაირი ტანსაცმელი, ვერ გეტყვით. ამის შესახებ არსად არაფერს წერენ. ფაქტია, რომ ფოტოს წარწერის თანახმად ის პარიზშია გადაღებული.

იმაში, რომ მსოფლიოს ჩემპიონი „ოლდ ტრეფორდზე” აღარ დარჩება, ეჭვი აღარავის ეპარება. ჟოზე მოურინიუს ხელში მას მანჩესტერში პერსპექტივა აღარ აქვს. რამდენიმე ცუდი თამაშის შემდეგ პორტუგალიელმა პოგბას ვიცე-კაპიტნობაც კი ჩამოართვა. ბოლოხანს მოურინიუ მას ძირითად შემადგენლობაშიც აღარ ათამაშებს — „იუნაიტედის” ნახევარდაცვაში ნემანია მატიჩი და ანდერ ერერა შეუწყვილა ერთმანეთს.

კვირას, „ლივერპულთან” მნიშვნელოვან შეხვედრაში პოგბა არა მხოლოდ სათადარიგოთა სკამზე იჯდა, არამედ მოედანზე გასახურებლად არცკი შესულა. ვერ გეტყვით რა მოიგო ფრანგის სკამზე დასმით ჟოზე მოურინიუმ, მაგრამ ფრანგის საკითხი რომ გადასაწყვეტია, ფაქტია.

თუ პაულო დიბალას და პოლ პოგბას პარიზული შეხვედრა მართლა ამ უკანასკნელის ტრანსფერთან იყო დაკავშირებული და თუ ამ ტრანსფერს პერსპექტივა აქვს, პოგბამ წესით შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვას. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ის „იუვენტუსში” ადრეც კარგად გრძნობდა თავს და მეორეც, დღეს ტურინული კლუბი კრიშტიანუ რონალდუთია გაძლიერებული და წარმატების შანსი ერთიორად მეტია.

 

წილი
წინა სტატიაწილი ასეთია…
შემდეგი სტატიაკოკაინალდუ
ირაკლი ნინიძე
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...