თორნიკე ოქრიაშვილი რუსული კრასნოდარის ფეხბურთელი აღარ არის. ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე კონტრაქტი შეწყდა.

ოქრიაშვილისთვის ასეც სჯობს, რაკიღა საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთერთ ლიდერს თითქმის არ ეძლეოდა თავის გამოჩენის შანსი.

„ჩემი კარიერისთვის და განვითარებისთვის ასე სჯობს, თამაში მწყურია და მჯერა შესაფერის გუნდშიც მოვხვდები“ – გვითხრა თორნიკე ოქრიაშვილმა, რომელსაც კრასნოდარში შევეხმიანეთ.

თორნიკეს კარგი თვალით უყურებდა გუნდის ახალგაზრდა მწვრთნელი. მას კონტრაქტი 2020 წლამდე ჰქონდა, მაგრამ საქმეში ხშირად ერეოდა კლუბის ხელმძღვანელობა, მათ თავიანთი აკადემიის აღზრდილთა დაწინაურება სურდათ, თორნიკე კი უთამაშებლობას ვერასდროს შეეგუება.

– ადგა და კაცურად დაელაპარაკა მათ, გამიშვით, ჩემს გზას მოვნახავო – ეს კი ოქრიაშვილის ერთ-ერთი უახლოესი მეგობრის, კრასნოდარში მცხოვრები დავით ბითაძის ნათქვამია.

ოქრიაშვილი 2016 წლიდან ირიცხებოდა კრასნოდარში და ამ ხნის მანძილზე მხოლოდ ოცი მატჩი ჩაატარა, სადაც სამი გოლით და ერთი საგოლე პასით გამოირჩა.

წილი
წინა სტატიარეალს მაყურებელი მოაკლდა
შემდეგი სტატიაწილი ასეთია…
პაატა კვანტალიანი „სარბიელით“, მეგობრობით, ერთგულებით და „ლივერპულით“ გაჟღენთილიი პროფესიონალია. YNWA (შენ არასდროს ივლი მარტო) - ეს პაატას დევიზია!