ინგლისური ფეხბურთის ვეტერანმა სტიუარტ პირსმა რომელიც 56 წლისა მოყრილა და რომელსაც Psycho-ს ანუ ფსიქოპატს ეძახდნენ, გადაწყვიტა უახლოესი შვებულება ჩრდილო კორეაში გაატაროს.

ფეხბურთელობისას პირსი ძალისმიერი მოთამაშე ბრძანდებოდა, ორთაბრძოლებს არ ერიდებოდა და როგორც ჩანს ეს ხასიათი კარიერის დამთავრების მერეც გაჰყვა. ჩრდილო კორეაში გამგზავრებაც ხომ რისკიან ქცევას უფრო ჰგავს, ვიდრე დასვენებას.

ინგლისის ნაკრებისა და „ნოტინგემ ფორესტის” ყოფილმა ვარსკვლავმა თქვა:

„წარმოდგენა არ მაქვს რას ვნახავ იქ. ალბათ იმას, რისი ნახვის ნებასაც დამრთავენ. ვთქვათ, სამხრეთ კორეის საზღვართან არსებულ დემილიტარიზებულ ზონას”.

პირსთან ჩრდილო კორეის შესახებ  talkSPORT-ის წამყვანმა ალან ბრაზილმა ილაპარაკა. რადიოწამყვანმა ვეტერანს ჰკითხა, ჩრდილო კორეაში ინგლისის სპეცსამსახურების დავალებით ხომ არ მიდის და საზღვართან ჯეიმს ბონდის მუსიკას ხომ არ ჩართავს.

„თუ ამ გადაცემას ვინმე ჩრდილო კორეელი ისმენს, მინდა იცოდეს, რომ მე მათ ქვეყანაში საჯაშუშოდ არ მივდივარ”, — უპასუხა პირსმა.

საინტერესოა, რომ ჩდრილო კორეაში ეგრეთწოდებული დასავლეთის სამყაროდან წელიწადში მხოლოდ 6 ათასი ტურისტი შედის.