ოლიმპიური ჯილდო მთვარეზე სიმაღლეზე ხტომისთვის – საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა სპეციალური ჯილდო ასტრონავტ ჩარლზ დიუკს გადასცა. დიუკი პირველი ადამიანია, რომელმაც მთვარეზე სპორტით დაკავება გადაწყვიტა. 1972 წელს აპოლო 16-ის ექსპედიიცის დროს დიუკმა და ჯონ იანგმა დედამიწის თანამგზავრის ზედაპირზე სიმაღლეზე ხტომაში შეჯიბრი მოაწყეს, რამაც „მთვარის ოლიმპიადის“ სახელი მიიღო იმავე წელს მიუნხენში ჩატარებული ოლიმპიადის საპატივცემულოდ.

თომას ბახი: „დღევანდელ დღემდე მე და 206 ნაციონალური კომიტეტის წარმომადგენლები ვამბობდით, რომ ოლიმპიური სული და ოლიმპიური მოძრაობა გლობალური მოვლენაა. ახლა კი დარწმუნებით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ მან სამყაროს მასშტაბი შეიძინა.“

მთვარეზე ხტომა დიუკს კინაღამ სიცოცხლის ფასად დაუჯდა. ასტრონავტმა წონასწორობა ვერ დაიცვა და წაიქცა, რამაც სკაფანდრის ჰერმეტულობას საფრთხე შეუქმნა. მოგვიანებით დიუკმა აღიარა, რომ ეს პირველი და უკნასკნელი შემთხვევა იყო, როდესაც საკუთარი სიცოცხლის გამო პანიკური შიში განიცადა.

წილი
წინა სტატიავიხუმრე, ბატონო!
შემდეგი სტატიარაჰიმი და მედია
გიორგი დარჯანია
„სპაიდერმენი“, „ბეტმენი“, „სუპერმენი“... მასზე უნდა გადაიღო ფილმი სათაურით - „შემსრულებელმენი“. გიორგი დარჯანიას დაავალე - შეასრულებს, ოღონდ ხუთ საათამდე. ხუთის მერე ვეღარ იპოვი.