როგორც ირკვევა, „კამპ ნოუზე” ბარსელონელმა სტიუარდებმა და სპეცრაზმელებმა „ტოტენჰემ ჰოთსპურის” ფანები ხელჯოხებით სცემეს. ლაპარაკია სამშაბათს ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაზე, რომელიც 1:1 დასრულდა.

ამ ინციდენტის დამადასტურებელი ვიდეო „სფურზის” მავანმა გულშემატკივარმა სოციალურ ქსელში დაპოსტა.

ჯერ კიდევ არ არის ცნობილი, რამ გამოიწვია შეხლა-შემოხლა, თუმცა კადრებში ჩანს, რომ ლონდონელები არაფერს აშავებენ, ბარსელონელი ძალოვნები კი მათ ხელჯოხებს ურტყამენ.

ფანმა, რომელსაც ჰქვია ალექსი ფოტოებიც გაასაჯაროვა. მან დაწერა:

„მინდა ვინმეს მივაწოდო ეს ფაქტები, რათა ყველამ იცოდეს რა მოხდა ბარსელონაში. ეს იყო ადგილობრივი სტიუარდების სრულიად უპატივცემულო ქცევა. მათ უმიზეზოდ დაიწყეს ჩვენი ცემა.

„სფურზის” ოფიციალურო პირებო, გთხოვთ ეს ვიდეო და ფოტოები უეფაში გადააგზავნოთ.

ჩვენ არაფერი დაგვიშავებია. მათ მოულოდნელად ხეკლეტების ქნევა დაიწყეს და გვცემეს. ჩვენ ვცდილობდით თამაში გვენახა. სულ ეს იყო”.

ვიდეო 45 წამს გრძელდება.