ეროვნული ლიგის ბოლო ტურში მხოლოდ ერთი რამ იყო გასარკვევი: ვინ მოიპოვებდა ევროპა ლიგის მესამე საგზურს – „ჩიხურა“ თუ „დილა.“ ორივემ გაიმარჯვა და რადგან ჯამში საჩხერელებს ქულით მეტი მოუგროვდათ, ევროსარბიელზეც ისინი ითამაშებენ.

მაშ ასე: ზაფხულში ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს პირველად წარადგენს „საბურთალო,“ რომელიც პირველად ავიდა საჩემპიონო კვარცხლბეკზე, ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე კი „დინამო,“ „ტორპედო“ და „ჩიხურა“ ჩაებმებიან.

ამით რეგულარული ჩემპიონატი დასრულდა, თუმცა წინ პლეი ოფები გველის, რომლებიც ლიგაში დამრჩენ-გავარდნილების ამბავს გაარკვევს.

მოგეხსენებათ, ეროვნული ლიგის ბოლოადგილსანი ფოთის „კოლხეთი“ პირდაპირ დაქვეითდა დაბალ ლიგაში. შესაბამისად, ლიგა 2-ის გამარჯვებული ბათუმის „დინამო“ პირდაპირ დაწინაურდა ელიტაში.

ელიგის მე-8-9 ადგილოსნები კი ლიგა 2-ის მე-2-3 გუნდებთან პლეი ოფში გაარკვევენ ურთიერთობას. ბოლნისის „სიონი“ „გაგრას“ შეხვდება, „სამტრედია“ კი „ვიტ ჯორჯიას.“ მატჩები 12 და 15 დეკემბერს გაიმართება.

36-ე ტური

ჩიხურა 2:1 სიონი, დინამო 1:2 დილა, სამტრედია 1:4 საბურთალო, ლოკომოტივი 1:0 რუსთავი, ტორპედო 4:0 კოლხეთი

საქართველოს 2018 წლის ეროვნული ჩემპიონატის საბოლოო ცხრილი

გუნდითამაშიმოგებაფრეწაგებაბურთებიქულა
საბურთალო36247564:2979
დინამო36216973:3869
ტორპედო36209766:2569
ჩიხურა361971054:3364
დილა361712760:4063
ლოკომოტივი361281643:5544
რუსთავი368131533:4437
სიონი36872139:6531
სამტრედია36492328:8121
კოლხეთი36482426:7614

მეგოლეები: ბუდუ ზივზივაძე (დინამო), გიორგი გაბედავა (ჩიხურა) – 22, მიკოლა კოვტალიუკი (დილა) – 21, ლეანდრო რიბეირო (დილა), თორნიკე კაპანაძე (ტორპედო) – 14, მამია გავაშელიშვილი (ლოკომოტივი), ვაგნერ გონსალვეში (საბურთალო), ოთარ კიტეიშვილი (დინამო/ შტურმი ავსტრია) – 11, გიორგი კოხრეიძე (საბურთალო), აკაკი შულაია (დინამო), ლევან კუტალია (ტორპედო) – 10