ისკო

პორტალი OK წერს, რომ ისკოსთვის „რეალიდან” გასასვლელი კარი სულ უფრო და უფრო ფართოდ იღება და რაც მთავარია, მალაგელი თავადაც არ არის „თეთრების” დატოვების წინააღმდეგი. ბოლო ხმების თანახმად, ვარსკვლავი ზამთრის სატრანსფერო ბაზარს ელოდება. აქამდე ბევრს ლაპარაკობდნენ მის ცუდ ფიზიკურ ფორმაზე, ახლა კი სანტიაგო სოლარისთან ცუდი ურთიერთობის თემაც დაემატა.

OK-ს რედაქტორმა ედუარდო ინდამ ტელეშოუ El Chiringuito de Jugones-ში თქვა , რომ ისკომ ერთ-ერთ თანაგუნდელს, რომელთანაც განსაკუთრებით ახლო მეგობრობა აკავშირებს უთხრა, რომ თუ ზამთარში „მანჩესტერ სიტი” მის ყიდვას გადაწყვეტს, ის ულაპარაკოდ დათანხმდება.

„ვფიქრობ, როდესაც ისკოს ტრანსფერზეა ლაპარაკი, მისი ასაკიდან და ოსტატობიდან გამომდინარე საქმე დაახლოებით 150-180 მილიონ ევროს ეხება, — თქვა ინდამ და დასძინა, — თავად ფეხბურთელს მიაჩნია, რომ თუკი მას „რეალში” დატოვებენ, კარგი არაფერი მოხდება, რადგან სოლარი არ ათამაშებს და ივნისში მაინც გაყიდის”.