სამბოს საერთაშორისო ფედერაციამ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მხრიდან დროებითი (წინასწარი) აღიარების შეტყობინება მიიღო.

30 ნოემბერს გამართულ სოკ-ის აღმასკომის სხდომაზე მიღებული ამ გადაწყვეტილებით სამბოს სამყაროს სამწლიანი ვადა მიეცა. თუ ამ ვადაში სამბო განაგრძობს განვითარებას, პოპულარიზაციას და საზღვრების გაფართოებას, მსოფლიო ოლიმპიური ოჯახის სრულუფლებიანი წევრი გახდება.

სამბო (Самооборона без оружия) სულ 80 წელს ითვლის. რუსეთში შექმნილ ორთაბრძოლის ამ სახეობას საფუძვლად მსოფლიოს ხალხთა საბრძოლო ხელოვნებები დაედო. შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ სამბოს საფუძვლებში ქართული ჭიდაობის რამდენიმე კლასიკური ელემენტიც შედის.

მსოფლიო სამბოში ამინდს ყოველთვის პოსტსაბჭოთა ქვეყნები ქმნიდნენ და მათ შორის ქართველები ლიდერთა შორის იყვნენ. შორს წასვლა რად გვინდა? ახლახანს დასრულებულ მსოფლიო ჩემპიონატზე ჩვენებმა 4 ოქროს, 1 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ეს ხომ პერსპექტივაში ოლიმპიური ლიცენზიები და მედლებია?

შესაძლოა, ჩვენი ოლიმპიური ნაკრებისთვის სამბო სულაც უმთავრეს საბადოდ იქცეს. სამი წელი მალე გაირბენს. ეს დრო სწორადაა გამოსაყენებელი და დღეს სხვა საჭიდაო სახეობების ჩრდილში მოქცეული სამბო ვალში ნამდვილად არ დაგვრჩება.

წილი
წინა სტატიაძირს ორშაბათი!
შემდეგი სტატიასარკის წინ
გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".