საქართველომ მეხუთე პრეზიდენტი აირჩია. პირველად ჩვენს უახლეს ისტორიაში ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი პირი ქალბატონი იქნება.

სალომე ზურაბიშვილი ბოლო პრეზიდენტია, რომელიც საქართველოს მოსახლეობამ პირდაპირი არჩევნების გზით აირჩია, ანუ: მიუხედავად კონსტიტუციით საკმაოდ შეზღუდული აღმასრულებელი ფუნქციებისა, მისი ლეგიტიმაცია საკმაოდ მაღალია.

და რა შუაშია „სარბიელი“? რა საერთო აქვს სპორტულ გამოცემას დიდ პოლიტიკასთან? ახლავე მოგახსენებთ.

ბევრი სხვა ფუნქციისგან თავისუფალ პრეზიდენტს, სურვილის შემთხვევაში შეუძლია სერიოზული როლი ითამაშოს ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა-დამკვიდრებაში.

ამ რანგის პოლიტიკოსის შეძლებისდაგვარად ხშირი გამოჩენა სპორტულ ღონისძიებებზე, ავტომატურად მოაქცევს მათ მეტი ყურადღების ცენტრში. საუბარი არაა მხოლოდ ეროვნული ნაკრებების შეხვედრებზე, სადაც გამოჩენა პირიქით – პოლიტიკოსების რეიტინგის ამაღლებას ემსახურება.

კარგი იქნება, თუ ქვეყნის პრეზიდენტი ბავშვთა სპორტს, პარაოლიმპიელებს, გამაჯანსაღებელი ცენტრების მშენებლობას გაუწევს ლობირებას.

მხოლოდ სტუმრობიდან ან სტუმრად მიწვევიდან დაწყებული და საქველმიქმედო ვახშმებით დასრულებული, უამრავი საამისო ხერხი და ფორმა არსებობს.

ბუნებრივია, სალომე ზურაბიშვილის დრო ნებისმიერ შემთხვევაში შეზღუდული იქნება, მაგრამ სადაც სურვილია, საშუალებაც გამოჩნდება. დივიდენდები კი ყველაზე ფასეული იქნება, რაც კი შეიძლება ქვეყნის სამსახურში მდგომმა ადამიანმა მიიღოს – ფიზიკურად და მორალურად ჯანსაღი მომავალი თაობა.

ეგებ აგვიხდეს და ევროპულ რელსებზე დგომის მსურველებმა ამ საქმეშიც ავუწყოთ ფეხი ევროპას…

წილი
წინა სტატიაკბენა ვერ მოახერხა
შემდეგი სტატიააბა, განი! ჭიდაობა ქართული!
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".