კრიტიკის ქარცეცხლში გატარებულმა „ბაიერნის” მწვრთნელმა ნიკო კოვაჩმა, ჩემპიონთა ლიგაში „ბენფიკას” 5:1 დამარცხების შემდეგ იმედი გამოთქვა, რომ მას კი არ მოხსნიან, არამედ ფეხბურთელების მხარდაჭერით გაძლიერებულს შემდგომი მუშაობის საშუალებას მისცემენ.

„ბენფიკასთან” მატჩის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე კოვაჩმა თქვა: „გუნდში სულ ოთხი ფეხბურთელია, რომლებიც ჩემს წინააღმდეგ არიან და ისინი ჩემს მომხრეებს არ ელაპარაკებიან. მე კი უმრავლესობა მიჭერს მხარს და დღევანდელ შეხვედრაში ეს აშკარად გამოჩნდა”.

„შპორტ ბილდი” წერს, რომ როგორც ჩანს ხორვატის მოწინააღმდეგე ოთხეულის გარდა „ბაიერნის” ვარსკვლავთან შორის არიან ისეთებიც, რომლებსაც მწვრთნელზე მზე და მთვარე არ ამოსდით, მაგრამ მის კურსსაც არ ეწინააღმდეგებიან.

„ბენფიკასთან” შეხვედრაში გუნდმა მართლაც დაამტკიცა კოვაჩისადმი პატივისცემა.

„ეს გამარჯვება კოვაჩის გამო გამიხარდა, — თქვა ორი გოლის ავტორმა არიენ რობენმა, — ის ერთ-ერთი ჩვენთაგანია. ის ძალ-ღონეს არ იშურებს. დღეს მნიშვნელოვანი მატჩი მოვიგეთ როგორც გუნდისთვის ასევე მწვრთნელისთვის”.

მანუელ ნოიერი: „რასაკვირველია, ჩვენ მწვრთნელისთვის ვითამაშეთ. ფეხბურთს ჩვენ, ფეხბურთელები ვთამაშობთ და ამიტომ ჩვენზე მეტი პასუხისმგებლობაა”.

წილი
წინა სტატიარა მოხდა ბირმინგემში ?
შემდეგი სტატიასახურავის ბინადარი კარლსენი
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...