ჟოზე მოურინიუმ ემოცია ვეღარ მოთოკა და სასმელით სავსე ყუთი „ოლდ ტრეფორდის” გაზონზე დაანარცხა. ამჯერად „მანჩესტერ იუნაიტედის” მწვრთნელი სიბრაზისგან კი არა, სიხარულისგან გაგიჟდა, მისი გუნდი კი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გავიდა. „იუნაიტედმა” „იანგ ბოიზი” დაამარცხა 1:0.

შეხვედრის ერთადერთი გოლი მსაჯის წამატებულ დროში მორუან ფელაინიმ გაიტანა. სწორედ ამ გოლმა გამოიწვია პორტუგალიელის ის რეაქცია, რომელმაც ცალკე გულშემატკივრები და ცალკე ტელესტუდიაში შეკრებილი მიმომხილველები გააოცა.

მატჩის შემდეგ მოურინიუმ თქვა: „დიდი შვება ვიგრძენი. ჩვენ 0:0-ისთვის არ ვთამაშობდით, არადა ბოლო წამამდე წვალება ძალიან მიცრუებდა იმედს. დღეს ჩვენს თამაშში ბევრი რამ კარგი შევამჩნიე, მაგრამ უხარისხოც ბევრი იყო. არაერთი მომენტი გავუშვით ხელიდან. ეს ისეთი შეხვედრა იყო, პირველივე წუთებზევე რომ გაგვეტანა, სულ სხვა შედეგს მივიღებდით. სამწუხაროდ, ჩვენთვის გოლის შეგდება კვლავ პრობლემურია”.

„მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა ვარსკვლავმა პოლ სქოულზმა მოურინიუს რეაქციაზე ასე თქვა: „ამის ყურება ძნელი იყო. გუნდმა საშინლად ითამაშა, მაგრამ ის ჯგუფიდან გავიდა და მთავარი ეს არის. მე არ მიყვარს, როდესაც სანახაობა მოედანზე კი არა, მოედანს მიღმა ხდება. „მანჩესტერ იუნაიტედს” ასე ძლიერ მოწინააღმდეგესთან რომ ეთამაშა, მაგრა წააგებდა”.